კომპანიამ Apple საკუთარი უპილოტო ავტომობილის გამოშვების იდეაზე უარი განაცხადა.
Bloomberg-ის ინფორმაციით, ბოლო თვეების განმავლობაში, კორპორაციამ თავისი ავტომობილის პროექტზე მუშაობის სტრატეგია მთლიანად შეცვალა: კომპანიის დაახლოებით ათასი თანამშრომელი სხვა სფეროების განყოფილებებში გადავიდა, ბევრმა კი საკუთარი მოთხოვნით საერთოდ დატოვა კომპანია.
Apple-ის ვტოპროექტის კოდური სახელწოდებაა Titan. პროექტის ახალმა ხელმძღვანელობა ავტომობილის ავტომატური მართვის ტექნოლოგიაზე იყო ორიენტირებული, რაც მომავალში კომპანიას სხვა ავტომწარმოებლებთან თანამშრომლობის საშუალებას მისცემდა.

























