მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Apple ტექნოლოგიური განვითარების ფონდში მილიარდი დოლარის ინვესტირებას მოახდენს

586dfd3398388
BM.GE
05.01.17 12:00
1229
Apple ტექნოლოგიური განვითარების ფონდში მილიარდი დოლარის ინვესტირებას მოახდენს. ფონდი იაპონურ SoftBank Group-ს ეკუთვნის.

"SoftBank-თან მრავალი წელია ვთანამშრომლობთ და გვჯერა, რომ ახალი ფონდი დიდ განვითარებას შეიტანს ტექნოლოგიურ სამყაროში, რაც ასევე დაეხმარება ჩვენს კომპანიას", - განაცხადა Apple-ის სპიკერმა.

თავად SoftBank-ის ფონდი ოქტომბერში დაფუძნდა და მისი კაპიტალი 100 მილიარდი დოლარი უნდა იყოს. აქედან 25 მილიარდის დონაციას თავად SoftBank ახორციელებს, ხოლო 45 მილიარდი დოლარისას კი საუდის არაბეთის სუვერენული ფონდი.

შეგახსენებთ, რომ SoftBank-ის აღმასრულებელი დირექტორი ამერიკაში $50 მილიარდის ინვესტირებას და 50 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას აანონსებს. 50 000 სამუშაო ადგილის შექმნას Softbank სტარტაპებში ინვესტრებით აპირებს, რომელშიც თანხების მობილიზება სწორედ აღნიშნული ფონდიდან მოხდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები