მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple ტეხასში $1 მილიარდის ღირებულების კამპუსს ააშენებს

5c123974796c9
ლევან თაღიაშვილი
13.12.18 17:32
826
Apple ტეხასში $1 მილიარდის ღირებულების კამპუსს ააშენებს.

ამის შესახებ კომპანიამ განაცხადი ხუთშაბათს გააკეთა.

Reuters წერს, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში Apple $10 მილიარდს დახარჯავს დატა-ცენტრების აშენებაში.

მისი მიზანი დამატებით, 20 000 სამუშაო ადგილის შექმნაა.

გარდა ამისა, ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკის შედეგად Apple ჯამში, $30 მილიარდს დახარჯავს აშშ-ში ინვესტირებისთვის.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ხნის წინ დონალდ ტრამპმა კომპანია გააფრთხილა, რომ ჩინეთიდან იმპორტირებულ Apple-ის პროდუქციას ახალ გადასახადებს დაუწესებდა.

კამპუსი თავდაპირველად 5000 ადამიანს დაასაქმებს, მომავალში კი, შესაძლებელი იქნება მისი გაფართოება 15,000 ადამიანამდე. გარდა ტეხასისა, Apple აპირებს სიეტლში, სან დიეგოში და კულვერ სითიში კამპუსების აშენებას.

შეგახსენებთ, რომ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $802 მილიარდს შეადგენს, მისი შემოსავალი კი 2018 წელს $265.6 მილიარდი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები