მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple Watch-ს წნევის გაზომვის ფუნქცია, სავარაუდოდ, 2024 წელს დაემატება

6257b7d8bf66c
მარიამ ადამია
15.04.22 00:30
1246

კომპანია Apple, რომელიც მუდმივად ზრუნავს წარმოებული პროდუქციის განვითარებაზე და ინოვაციური ტექნოლოგიების ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგვას ცდილობს, ამჯერად Apple Watch-ისთვის, არტერიული წნევის ფუნქციის დამატებას აპირებს. სიახლე სავარაუდოდ, მსოფლიო ბაზარზე 2024 წელს იქნება ხელმისაწვდომი. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. 

სააგენტოს ცნობით, Apple-ის გუნდი აღნიშნული სიახლის დანერგვაზე 2018 წლიდან მუშაობს, მაგრამ პროცესში ბევრი სირთულე გამოიკვეთა, მათ შორის უმთავრესი კი ტესტების არაზუსტი მაჩვენებლები იყო. ეს გამოწვევა დღემდე არაა დაძლეული და ამიტომაც Apple Watch-ში ფუნქციის დამატება, არაა გამორიცხული 2025 წლამდეც გადაიდოს, საბოლოო შედეგი კი მომხმარებელს თუ წნევის მონაცემებს არა, ყოველშემთხვევაში ნორმიდან გადახვევას აუცილებლად აჩვენებს. 

ასევე, Apple შაქრისა და სისხლის გაზომვის ფუნქციასაც ამატებს, თუმცა მის დამუშავებასაც რამდენიმე წელი დასჭირდება, ამიტომ კომპანია ჯერ სავარაუდო თარიღს არ ასახელებს. 

2022 წელს კი, Apple ერთდროულად სამი ახალი Apple Watch-ის გამოშვებას გეგმავს, მათ შორის სტანდარტული Series 8 მოდელის, ბიუჯეტური SE და სპეციალური ვერსიის, სპორტსმენებისთვის, წერს Bloomberg. სააგენტოს ცნობით, ახალ მოდელებს ექნებათ სხეულის ტემპერატურის სენსორი, რომელიც დაეხმარება გაჯეტის მფლობელებს ორსულობის დაგეგმვაში.

აღნიშნული სიახლეების დანერგვისათვის კი, კომპანია Apple-ში დაახლოებით 1000 თანამშრომელი მუშაობს, რომელთა რაოდენობაც, კომპანიის თქმით, მინიმუმ ორი წელი არ გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები