მრავალწლიან ისტორიულ მონაცემებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ ამერიკული საფონდო ბირჟებისთვის აპრილის თვე საუკეთესო პერიოდია. აშშ-ის 500 უმსხვილესი კომპანიის აქციების ინდექსი (S&P 500) მეორე მსოფლიო ომიდან დღემდე ყოველწლიურად 70% შემთხვევაში აპრილის თვეში საშუალოდ 1.7%-ით იზრდებოდა.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის პირველი კვარტალი ამერიკული საფონდო ბირჟებისთვის იმედგამაცრუებელი შედეგებით დასრულდა, S&P 500-ის ღირებულება 5%-ით შემცირდა, Nasdaq-ის ფასი 9.1%-ით დაეცა, Dow Jones-ის ინდექსის ღირებულება კი 4.6%-ით შემცირდა.
აქციების ფასების ვარდნის ძირითადი მიზეზი გლობალური მასშტაბით ინფლაციის დონის ზრდა, ცენტრალური ბანკების მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და რუსეთ-უკრაინას შორის არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობა იყო, რომელიც საბოლოოდ სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა.
აპრილში ინვესტორთა ყურადღების ცენტრში ისევ რჩება აღნიშნული ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ფაქტორები, თუმცა მოსალოდნელია, რომ დროსთან ერთად გეოპოლიტიკური ვითარება დასტაბილურდეს, ომთან დაკავშირებული რისკები კი შედარებით შემცირდეს.
წინასწარ იმის განჭვრეტა, თუ რამდენად წარმატებული იქნება მიმდინარე თვე საფონდო ბირჟებისათვის - რთულია, თუმცა ბაზრის ისტორიული მონაცემები მკაფიოდ მიუთითებს აღმასვლის ძლიერ ტენდენციაზე.
ექსპერტების შეფასებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა და კონფლიქტის დროული მოგვარება დადებითად აისახება საფონდო ბირჟებზე. თუმცა გასათვალისწინებელია კონფლიქტის კიდევ უფრო მეტად გამწვავების, საერთაშორისო ბაზრებზე ენერგორესურსების ფასების მკვეთრი ზრდის და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების რისკები.
დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ აპრილის თვე ვოლატილობის, ანუ ფასების მერყეობის უჩვეულოდ მაღალი დონით იქნება გამორჩეული, რაც, სავარაუდოდ, ინვესტორებისა და ტრეიდერებისთვის საინტერესო შესაძლებლობებს შექმნის.
საინვესტიციო შესაძლებლობა:
გასულ წელს საქართველოს ბანკმა Galt&Taggart-თან თანამშრომლობით შექმნა ინვესტირების სპეციალური პლატფორმა, რომელიც მობილბანკითაა ხელმისაწვდომი და მომხმარებელს ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ათასობით კომპანიის აქციითა და ფასიანი ქაღალდით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს, ინვესტირების დაწყება კი 1 დოლარითაც არის შესაძლებელი.




























