მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აპრილიდან კლინიკებმა ექიმების და ექთნების ნამუშევარი საათები და ანაზღაურება ელექტრონულად უნდა ასახონ

6425356130737
BM.GE
30.03.23 10:58
1038
ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურების ელექტრონული პორტალი შეიქმნა. 1 აპრილიდან, სამედიცინო დაწესებულებებმა, ექიმებისა და ექთნების ნამუშევარი საათები და გაცემული ანაზღაურება, ელექტრონულ სისტემაში უნდა ასახონ, მონაცემებს კი შრომის ინსპექციის სამსახური დაამუშავებს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს წარმომადგენლებმა ახალი პორტალი სამედიცინო დაწესებულებებს გააცნეს. შრომის ინსპექციის სამსახური აქტიურ რეჟიმში აგრძელებს კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრას, რათა უზრუნველყოფილი იყოს სისტემის გამართული ფუნქციონირება.

ელექტრონული პორტალი ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმის - „ექიმებისა და ექთნებისთვის მინიმალური საათობრივი ანაზღაურების“ ფარგლებში შეიქმნა.

შეგახსენებთ, 2023 წლის პირველი იანვრიდან, ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით (თვეში მინიმუმ 1260 ლარი), ექთნების კი საათში 4.4 ლარით (თვეში მინიმუმ 792ლარი) განისაზღვრა.

რეფორმის შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ყველა კლინიკა ვალდებულია ექიმებისა და ექთნების სახელფასო ანაზღაურება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ახალი რეგულაციით, ხელფასის ზრდა შეეხო 9000-მდე ექიმსა და 8000-ზე მეტ ექთანს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები