მიმდინარე წლის 3 აპრილს, სომხეთის დედაქალაქ ერევანში, საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია, Doing Digital Forum-ი გაიმართება. ფორუმის წლევანდელი თემა “შესაძლებლობების გამოყენებაა”, ხოლო ღონისძიებაზე მთავარ განსახილველ საკითხებს შორის იქნება, როგორც ფინანსებში და ბიზნესის სხვა სექტორებში მიმდინარე ციფრული ტრანსფორმაცია, ასევე შესაძლებლობების აღმოჩენა და ლოკალიზება და სომხეთის, როგორც რეგიონული ციფრული ჰაბის პოზიციონირება. როგორც კონფერენციის ორგანიზატორები ამბობენ, წლევანდელი Doing Digital Forum-ი უპრეცედენტო იქნება, რადგან დამსწრეთა წინაშე სიტყვით სხვადასხვა სფეროს ექსპერტები და ლიდერები წარდგებიან, რომელთა შორის ფუტურისტი ავტორი, ბრეტ კინგიც იქნება, რომელიც ციფრული ტრანსფორმაციის ერთ-ერთი გლობალური ექსპერტია. Doing Digital Forum-ი საკომუნიკაციო სააგენტო SPRING PR-ის ორგანიზებით იმართება, ხოლო სპონსორებს შორის სომხეთის წამყვან საბანკო-საფინანსო ინსტიტუტს, “ამერიაბანკი” და გადახდების გლობალურ კომპანია VISA