თბილისის მერმა, "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ აშშ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ განაცხადა, რომ აპრილის თვე დასახელდა, როდესაც გაიმართება სხვადასხვა ტიპის შეხვედრები.
"ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ურთიერთობები დაიწყება ახალი ფურცლით. დაველოდოთ, სანამ კონკრეტიკა არ იქნება. აპრილის თვე დასახელდა, როდესაც გაიმართება სხვადასხვა ტიპის შეხვედრები, ასევე იქნება საინტერესო სიახლეები.
დარწმუნებული ვარ, ვისაც ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქალაქი უყვარს, იამაყებს იმ ინფორმაციით, რაც ძალიან მალე გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის.
ეს შეეხება ზოგადად ურთიერთობებს და სამომავლო პარტნიორობას და ზოგადად ურთიერთობების გაღრმავებას ჩვენ შორის. მეტი დეტალისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ყველაფერი ცხადი და ნათელი იქნება", - განაცხადა კახა კალაძემ "ღამის კურიერის" ეთერში.




























