მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აპრილში იმერული ხაჭაპურის მომზადება გაიაფდა - ISET

ხაჭაპური

2024 აპრილში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულება, თვიურ ჭრილში ზედიზედ მეორედ, 2.4%-ით შემცირდა და 6.24 ლარი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი 4.0%-ით მეტია, ვიდრე 2023 წლის აპრილში - ამის შესახებ ISET-ის ხაჭაპურის ინდექსის პუბლიკაციაში ვკითხულობთ.

ISET-ის ინფორმაციით, საქართველოს ქალაქებიდან, 2024 წლის აპრილში ინდექსი შემცირდა ბათუმში 5.9%-ით, ქუთაისში - 4.9%-ით და თბილისში 3.7%-ით, თელავში კი გაიზარდა +4%-ით.

მათივე ინფორმაციით, 2024 წლის აპრილში, 2024 წლის მარტთან შედარებით, ხაჭაპურის ინგრედიენტების უმრავლესობაზე ფასები შემცირდა, წლიურ ჭრილში კი - გაიზარდა.

2023 წლის აპრილთან შედარებით, გასულ თვეს ფასები გაიზარდა ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტზე:

კარაქი - +15.6%
საფუარი - +15.3%
რძე - +12.1%
კვერცხი - +3.2%
ყველი - +2.2%
ფქვილი - +0.4%

თვიურ ჭრილში ინგრედიენტების უმეტესობის ფასები შემცირდა: ყველი (-4,1%), საფუარი (-1,2%), კვერცხი (-1,1%), რძე (-0,7%). გამონაკლისი აღმოჩნდა კარაქი (+1,1%) და ფქვილი (+0,7%).

"ფასების თვიური კლება ემთხვევა ახალი რძის წარმოების სეზონურ ტენდენციას, რომელიც ტრადიციულად პიკს ივნისსა და ივლისში აღწევს. გარდა ამისა, 18 მარტს დიდი მარხვის დაწყებამ შესაძლოა ხელი შეუწყო ყველსა და რძის პროდუქტებზე ფასების შემცირებას, რადგან დიდმარხვის პერიოდში ამ პროდუქტებზე მოთხოვნა, როგორც წესი, მცირდება", - ვკითხულობთ ISET-ის პუბლიკაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები