მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აპრილში საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა, საკრედიტო დაბანდების მოცულობა შემცირდა

57459d72e9237
BM.GE
25.05.16 16:39
1190
საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2016 წლის პირველი მაისისათვის 14.4 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც 156.4 მლნ ლარით ანუ 1.1 პროცენტით მეტია პირველი აპრილისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 5.2 პროცენტით მეტი).
 
აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 375.6 მლნ ლარით ანუ 4.6 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე გაიზარდა 0.04 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა 532.1 მლნ ლარით, ანუ 8.8 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე გაიზარდა 12.3 პროცენტით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 30.52 პროცენტი შეადგინა - პირველი აპრილის მდგომარეობასთან შედარებით 1.33 პროცენტული პუნქტით მეტი (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 0.12 პროცენტული პუნქტით მეტი).

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.0 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 10.9 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 3.5 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 81.4 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 15.4 პროცენტი შეადგინა.

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2016 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით 483.9 მლნ ლარით (3.0 პროცენტით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.7 პროცენტით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 15.5 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 2.6 მლნ ლარით (0.05 პროცენტით) შემცირდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 481.3 მლნ ლარით (4.6 პროცენტით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.2 პროცენტით გაიზარდა).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2016 წლის აპრილის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 1.6 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.2 პროცენტით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით - 5.2 მლრდ ლარის (6.1 პროცენტით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.3 პროცენტით ნაკლები).

2016 წლის აპრილის განმავლობაში 1.8 პროცენტით ანუ 143.0 მლნ ლარით შემცირდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 7.9 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 36.02 პროცენტი შეადგინა. პირველი აპრილის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.27 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები