სტატისტიკის სამსახურის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2016 წლის აპრილში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4,3 პროცენტი, 2016 წლის I კვარტალის საშუალო რეალურმა ზრდამ 2,3 პროცენტი, ხოლო 2016 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 2,8 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, იანვარ-აპრილში საქონლის ექსპორტი 11,7 პროცენტით შემცირდა, ხოლო იმპორტი კი 14,2 პროცენტით გაიზარდა.
ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ აპრილში 3 952 შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 15,5 პროცენტით გაზრდილი მაჩვენებელია.
ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 9%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება ბიუჯეტის მაჩვენებლებს, აპრილში საბიუჯეტო ხარჯები შემოსავლებს აჭარბებდა და შესაბამისად ხარჯებმა 707,1 მილიონი ლარი, ხოლო შემოსავლებმა 616,1 ლარი შეადგინა.

























