მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აპრილში საქართველოში დაგეგმილზე 25%-ით მეტი ენერგია გამოიმუშავეს

5b0fd78e95160
BM.GE
31.05.18 15:16
629
ადგილობრივი გენერაცია აპრილში წლიურად 30.2%-ით გაიზარდა და 1.1 ტვტ.სთ შეადგინა, რაც 25.2%-ით მეტია დაგეგმილ დონეზე.

საინვესტიციო ორგანიზაცია Galt&Taggart-ის ინფორმაციით, ჰიდროგენერაცია მნიშვნელოვნად (+41.1% წ/წ) გაიზარდა 2018 წლის აპრილში: 41.1%-ით წინა წელთან შედარებით და 21.9%-ით დაგეგმილ დონესთან შედარებით.

• ენგურ-ვარდნილის გენერაცია წლიურად 135.4%-ით გაიზარდა, რაც კარგი ჰიდროლოგიური პირობებითა და წინა წლის დაბალი ბაზით (-13.8% წ/წ) აიხსნება. ცნობისთვის, აფხაზეთის რეგიონმა 2018 წლის აპრილში ენგურისა და ვარდნილის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მხოლოდ 35.7% მოიხმარა. შედარებისთვის, ეს წილი წინა წლის აპრილში 96.9%-ს შეადგენდა.

• გაზრდილია სხვა რეგულირებული სადგურების (+6.0% წ/წ) და დერეგულირებული ჰესების (+17.0% წ/წ) გენერაციაც, რაც გამოწვეულია კარგი ჰიდროლოგიური პირობებით და დერეგულირებული სადგურების კატეგორიაში დამატებული ახალი ჰესებით (დარიალი და ხელვაჩაური).

2018 წლის აპრილში ჰესების ჭარბმა მიწოდებამ მნიშვნელოვნად შეამცირა თბოგენერაცია (-58.6% წ/წ) და იმპორტი. იმპორტი თითქმის განახევრდა (- 92.3% წ/წ) და 11.2 გვტ.სთ-ს გაუტოლდა, რაც ჯამური მიწოდების ძალიან მცირე ნაწილს (1.0%) შეადგენდა. იმპორტის ძირითადი ნაწილი განხორციელდა რუსეთიდან (მთლიანის 87.3%), ხოლო დანარჩენი აზერბაიჯანიდან. გარანტირებული სიმძლავრის საფასური წლიურად 7.8%-ით შემცირდა და კვტ.სთ-ზე 0.73 აშშ ცენტი შეადგინა. აღნიშნული კლება გარანტირებული სიმძლავრის საფასურის დასათვლელად გამოყენებული ელექტროენერგიის მოხმარების რაოდენობის ზრდას უკავშირდება. გარანტირებული სიმძლავრე ხუთივე წყაროს უზრუნველყოფილი ჰქონდა მთელი თვის განმავლობაში, აქედან მხოლოდ გარდაბნის თბოსადგური მუშაობდა.

თითქმის 10 დღე, ხოლო დანარჩენი თბოსადგურები მთელი თვის განმავლობაში სისტემისთვის რეზერვის წყაროს წარმოადგენდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები