მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აპრილში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 4.2%-ით გაიზარდა

5ccbdc267c8ee
ელენე გოგბერაშვილი
03.05.19 10:08
806
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წლის აპრილში საქართველოში 647,770 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.6% იყო.

ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 348,519 შეადგინა, რაც 14,018-ით მეტია 2018 წლის აპრილის მაჩვენებელზე. 

ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაცია შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით აპრილში გამოირჩეოდა შემდეგი ქვეყნები: ავსტრია +50.8%, იტალია +45.6%, ესპანეთი +43.8%, საფრანგეთი+43.7%, გერმანია +43.5%, ჩეხეთი +38.2%და სხვა.

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან:უზბეკეთი +125.7%, ტაილანდი +97.5%,ყაზახეთი +89.1%, თურქმენეთი +52.1%, ჩინეთი +30.6%, არაბთა გაერთიანებული საემიროები +26.3% და სხვა.

2019 წლის იანვარი-აპრილის მონაცემებით, საქართველოში 2,265,318 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, ზრდა +2.9%.

ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,230,649 შეადგინა, რაც 56,608-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. (ზრდა +4.8%)

წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარი-მარტში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 578 მილიონ დოლარს (ზრდა +5%), რაც 28 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები