მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Aptos-ის კიდევ ერთი საერთაშორისო წარმატება - ქართული ბრენდი ბრაზილიურ ბაზარზე გადის (რ)

აპტოსი ბრაზილიაში
BM. GE
08.11.23 10:43
108

ქართული ბრენდის კიდევ ერთი წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე - ესთეტიკური მედიცინის ლიდერი Aptos მალე ბრაზილიურ ბაზარზე იქნება წარმოდგენილი. როგორც კომპანიაში ამბობენ, დიდხანს ეძებდნენ სანდო და გამოცდილ პარტნიორს ესთეტიკური მედიცინის ბაზარზე, ხოლო ბრაზილია ამ მხრივ მართლაც გამორჩეულია - ქვეყანაში ინდუსტრიას 15-მილიარდიანი ბაზარი აქვს.

ბრაზილიურ ბაზარზე გასვლა კომპანიას ბრენდის უნიკალური განვითარების შანსს აძლევს და შესაძლებლობებს უჩენს. კომპანიის დამფუძნებელი და მედიცინის დოქტორი გიორგი სულამანიძე Entrepreneur-თან ინტერვიუში ამბობს, რომ Aptos-მა სამწლიანი მუშაობისა და ლეგალური საკითხების მოგვარების შემდეგ წელს მოიპოვა ბრაზილიაში ოპერირების უფლება. მომდევნო ეტაპი კი ექიმების აქტიური გადაკვალიფიცირება და მომხმარებლისთვის ბრენდის აქტიური გაცნობა იქნება.

ქართული ბრენდის პარტნიორი ბრაზილიური ბაზრის ერთერთი ლიდერი იქნება ამ სექტორში - Ilikia Brasil LTDA უმსხვილესი სადისტრიბუციო და მწარმოებელი კომპანიაა, რომელსაც ეკუთვნის ისეთი პოპულარული ფილერი, როგორიცაა UP.

„ბრაზილია ესთეტიკური მედიცინის 15-მილიარდიანი ბაზრის მფლობელია, რაც ნიშნავს დიდ პოტენციალს და ბრენდის უნიკალური განვითარების შანსს. დაახლოებით 3 წელია ჩვენ პარტნიორთან ერთად ვმუშაობთ ყველა საჭირო დოკუმენტაციაზე, რათა მოგვეპოვებინა რეგისტრაცია აპტოსის პროდუქციაზე. 2023 წლის ოქტომბერში მივიღეთ გაყიდვის უფლება. კომპანია Ilikia Brasil LTDA-სთვის ჩვენთან პარტნიორობა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. Aptos მათ პორტფელში წამყვან წილს დაიკავებს", - გვიყვება გიორგი სულამანიძე.

Aptos ესთეტიკური მედიცინის და სილამაზის ინდუსტრიის წამყვანი ქართული კომპანიაა. Aptos-ის ისტორია 1996 წელს იწყება: პლასტიკურმა ქირურგმა მარლენ სულამანიძემ გამოიგონა მსოფლიოში პირველი კბილანებიანი ძაფი, რამაც ჩაუყარა საფუძველი ესთეტიკური მედიცინის ახალ მიმართულებას, ძაფებით ლიფტინგს. სწორედ ქართულ კომპანიას ეკუთვნის პირველი საერთაშორისო პატენტი და სერიული წარმოების ლიცენზია კოსმეტიკურ ძაფზე ესთეტიკური მედიცინის მიმართულებით.

გარდა ამისა, Aptos გახდა პირველი ქართული კომპანია, რომელმაც CE [Conformité Européene] ნიშანი აქვს სამედიცინო პროდუქტზე, რაც ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში ექსპორტის საშუალებას აძლევს. ამჟამად მათი პროდუქცია მსოფლიოს ექვსივე დასახლებულ კონტინენტზე, 90 ქვეყანაშია წარმოდგენილი. 2021 წლიდან კი Aptos-ის პროდუქცია მსოფლიო ბაზარზე Made in Georgia სამარკო ნიშნით გადის.

ამავდროულად, კომპანია მუდმივად სთავაზობს თავის მომხმარებლებს უნიკალურ და ინოვაციურ პროდუქტებს. ასეთია, მაგალითად, ძაფი ჰიალურონის მჟავით, რომელიც გლობალურ ბაზარზე პირველი და ერთადერთი ძაფია მსგავსი კომპოზიციით/ ტექნოლოგიით.

„Aptos წარმატებულად იკავებს გლობალურ ბრენდებს შორის წამყვან პოზიციებს. ყველა საერთაშორისო კვლევის მიხედვით, ესთეტიკური მედიცინის ძაფების მიმართულებით კომპანია ლიდერი და ნოვატორი ბრენდია როგორც გაყიდვების მაჩვენებლით, ისე პროდუქციის პრემიალური და მაღალი ხარისხით. კომპანია და მისი გუნდი მუდმივად ორიენტირებულია შექმნას მომავლის პროდუქტი, რომელიც დანერგავს ახალ ტენდენციებს ესთეტიკური მედიცინის მიმართულებით", - ამბობს Entrepreneur-თან გიორგი სულამანიძე.

გიორგი სულამანიძე ინტერვიუში ამბობს, რომ Aptos-ისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის ფაქტი, რომ საერთაშორისო ბაზარზე ერთერთი წამყვან ინოვატორად პოზიციონირებენ, არამედ ისიც, რომ კომპანია ქართული ხარისხიანი ბრენდია. როგორც Aptos-ის დირექტორი გვიყვება, კომპანიას გადამზადებული ჰყავს 30 000-ზე მეტი ექიმი მსოფლიოს მასშტაბით, რომლებსაც ექიმის ქუდზე ქართული დროშა აქვთ დაბრენდილი - ეს კი ქვეყნის შესახებ ცნობადობის ამაღლებას უწყობს ხელს - “მათ მიერ ჩატარებული ნებისმიერი პროცედურა გულისხმობს ქვეყნის ცნობადობის გაზრდას”. კომპანიის მსგავსი მიდგომა კი ქვეყანაში სილამაზის ინდუსტრიისა და ესთეტიკის მედიცინის განვითარებაში დიდ როლს თამაშობს.

„ვფიქრობ, მსგავსი დიდი, გლობალური მოთამაშის არსებობა ბაზარზე ხელს შეუწყობს ესთეტიკური მედიცინის მიმართულების განვითარებას და სხვა მწარმოებლების დაინტერესებას ქვეყნითა და მისი პოტენციალით”, - ამბობს გიორგი სულამანიძე.

ავტორი: თინათინ ლუხუტაშვილი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები