მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"აქამდე ვიყავით მიდევნების პოზიციაში" - რას აპირებს BAG-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი

5cf3744ebc762
სალომე მეცხვარიშვილი
02.06.19 11:00
1427
„ჩემი მისვლით ახალი წელთაღრიცხვა არ იწყება ბიზნესასოციაციაში“,- ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის ახალი აღმასრულებელი ხელმძღვანელი ლევან ვეფხვაძე გადაცემაში „Forbes კვირა“ აცხადებს.

ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ ბიზნესასოციაციას 10-წლიანი ისტორია აქვს და ეს არის 72 კომპანიის გაერთიანება, რომელიც საქართველოს მშპ-ს 70%-ს ქმნის.

„როცა ჩვენ ვამბობთ, რომ უფრო მეტი აქტიურობა გვჭირდება, რას ვგულისხმობთ? აქამდე ჩვენ ვიყავით მიდევნების პოზიციაში, როცა რაღაც პროცესებში ინიციატორია მთავრობა. ვაკეთებდით ჩვენს შეფასებებს, კომპანიებს ვთხოვდით, რომ მათ გაეკეთებინათ შეფასებები და მიეწოდებინათ მთავრობისთვის და ა.შ.

მგონია, რომ პირიქით უნდა წავიდეთ. უნდა მივიდეთ თითოეულ კომპანიასთან, პრობლემები რაც არსებობს შევკრიბოთ. ჩამოვაყალიბოთ თუ იქნება შესაძლებელი საკანონმდებლო აქტების სახით, მოვამზადოთ რეგულირების გავლენის შეფასება და წარვდგეთ მთავრობასთან“,- აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები