მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"აქცენტი არ კეთდება იმაზე, რომ მთლიან ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის წილი გაიზარდოს"

5cab515cbfda9
თათია ჩაფიჩაძე
09.04.19 09:03
746
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობა სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობის ხელშემწყობი უნდა გახდეს.
როგორც დავითაშვილმა განაცხადა, „სოფელში სხვადასხვა შესაძლებლობა უნდა გავაჩინოთ იმისთვის, რომ ცხოვრების დონე გაუმჯობესდეს“.

ამასთან, bm.ge-თან საუბრისას მინისტრმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მთლიან ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის წილის ზრდა, თვითმიზანი არაა.

„თვითმიზანი არ არის, რომ ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის წილი გაიზარდოს; არ გვაქვს არცერთ ქვეყანაში ეს წილი ისეთი მაღალი, როგორც საქართველოშია, განვითარებულ ქვეყნებს ვგულისხმობ; აქ მნიშვნელოვანია, რომ თვითონ გამოშვება, პროდუქტიულობა იყოს მეტი. სოფლის მეურნეობა განიხილება არა მხოლოდ ცალკე მდგომი ეკონომიკის დარგი, არამედ ხელშემწყობი, მათ შორის სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობების განვითრების, როგორიც არის მაგალითად, გადამუშავება, შენახვა და ა.შ.“, - განაცხადა დავითაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები