მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აქცია - "სახლი ყველას" - იპოთეკური სესხი "საქართველოს ბანკისგან"

5c9b2495774ea
BM.GE
27.03.19 11:20
1462
„საქართველოს ბანკმა“ ყველაზე იაფი იპოთეკური სესხის აქციის „სახლი ყველას“ დაწყების შესახებ განაცხადა.

ამის შესახებ bm.ge-ის „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს.

„ის, ვინც ისარგებლებს იპოთეკური სესხით 2019 წლის 27 მარტიდან, შეძლებს ჩაერთოს აქციაში. იპოთეკური სესხით სარგებლობა შესაძლებელია ლარის ვალუტაში - 7.99%-დან (2 წელი ფიქსირებული), ეფექტური 9.15%-დან.

„საქართველოს ბანკის“ ახალი იპოთეკური აქციით ყველას, ვისაც აქვს სურვილი შეიძინოს ბინა, აქვს შანსი, ისარგებლოს ყველაზე დაბალ პროცენტიანი იპოთეკური სესხით, ჰქონდეს საკუთარი კუთხე და დაივიწყოს კურსის ცვალებადობასთან დაკავშირებული დისკომფორტი.

აქციით სარგებლობა შეუძლია ასევე მას, ვისაც გადაწყვეტილი აქვს ბინის რემონტი.

აქციის და იპოთეკური სესხის შესახებ, დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.sb.ge”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები