მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აქცია "ქართული ოცნების" ოფისთან დასრულდა და ხვალ რუსთაველის გამზირზე განახლდება

5d0e9d11f032a
დავით ჯალაღონია
23.06.19 01:25
1984
საპროტესტო აქცია პარტია "ქართული ოცნების" ოფისთან დასრულდა, სადაც აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან მსვლელობით გადაინაცვლეს.

აქციის მონაწილეებმა პარტიის ოფისთან ჰიმნი შეასრულეს, ორგანიზატორებმა კი თავიანთი მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერეს.

საპროტესტო აქცია ხვალ, კვლავ რუსთაველის გამზირზე, 19:00 საათზე განახლდება.

შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების გატარებასა და 20 ივნისის ღამეს, აქციის დაშლის დროს დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლებას მოითხოვენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები