მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აქციაზე სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე ძიება დაიწყო

5d10a7aab5a3c
სალომე მეცხვარიშვილი
24.06.19 14:32
1048
2019 წლის 20-21 ივნისს, რუთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამატების ფაქტზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო.

ამასთან, დაკავშირებით პროკურატურაში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. 

"საქმეზე ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება აქციის ცალკეულ მონაწილეთა მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან ფიზიკური ძალისა და კანონით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებების გამოყენების დროს, უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტების სრულყოფილად გამოძიების მიზნით.

საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად უკიდურესად მნიშვნელოვანია შეიქმნას მომხდარის სრული სურათი, რათა რეაგირების გარეშე არ დარჩეს არცერთი მცირედი სამართალდარღვევაც კი.

ამ მიზნით პროკურატურა თხოვნით მოგმართავთ, რომ ჩვენ მიერ საპროცესო ღონისძიებების ფარგლებში მოპოვებული ფოტო-ვიდეო მასალის გარდა, მოგვაწოდეთ თქვენს ხელთ არსებული ნებისმიერი მტკიცებულება, რათა გამოძიებით გამოკვეთილ ყველა გადაცდომასთან და დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მოხდეს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

ამასთან, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მაქსიმალური გამჭვირვალობა და საგამოძიებო პროცესის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობა, საქართველოს გენერალური პროკურატურა გამოთქვამს მზადყოფნას, პროცესში ჩართოს საქართველოს სახალხო დამცველი იმ ფარგლებში, რაც საჭირო იქნება გამოძიებაში ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის ფუნქციის სათანადოდ განსახორციელებლად", - აღნინიშნა პროკურატურაზე გამართულ ბრიფინგზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები