„ჩემთვის, როგორც მთავრობის ხელმძღანელისთვის უპატიებელია ის, რომ ასეთი ქაოსი გამოვიწვიე ჰონგ-კონგში. არჩევანი რომ მქონოდეს, პოსტიდან გადავდგებოდი’’,- ეს განცხადება ჰონგ-კონგის ლიდერმა 62 წლის კარი ლემმა ეკონომიკური გუნდის წევრებთან დახურულ კარს მიღმა მიმდინარე შეხვედრაზე გააკეთა. მისი განცხადება ფარულად ჩაიწერეს და საინფორმაციო სააგენტო Reuters-მა გაავრცელა, რამაც როგორც ჰონგ-კონგში ასევე მსოფლიო საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია.
სამი თვეა ჰონგ-კონგში მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომელიც ხშირად პოლიციასა და მომიტინგეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებით მთავრდება. აქციის მონაწილეები ჰონგ-კონგის მმართველობაში ჩინეთის ჩარევის კვალს ხედავენ, რასაც კატეგორიულად გმობენ და ლიდერის გადადგომასა ითხოვენ.
გამოცემა მიუთითებს, რომ გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერი სწორედ ქუჩაში გამოსულების შიშებს ამყარებს - კერძოდ, ჰონგ-კონგის პრემიერ-მინისტრის მსგავსი პოზიცია ცალსახას ხდის, რომ ის დე ფაქტო, უძლური მმართველია, რომელსაც პოლიტიკური გავლენა არა თუ ჰონგ-კონგზე, კაბინეტის წევრებსა და პოლიციაზეც არ აქვს.
დასავლური მედია იუწყება, რომ ამ მასშტაბურ კრიზისში ის ჩინეთის საყრდენი აღმოჩნდა ავტონომიურ რეგიონში.

























