მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აქციის - „შინ ევროპისკენ“ მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ

62c28044bb381
თელარა გელანტია
04.07.22 09:52
453
აქციის „შინ ევროპისკენ“ მონაწილეები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია-პერფორმანსს მართავენ.

მათ ხელში საქართველოსა და ევროკავშირის დროშა უჭირავთ.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. როგორც კადრებში ჩანს, შეიძლება ითქვას, რომ პოლიციას მთავრობის ადმინისტრაციასთან ოთხივე მხარეს ე.წ. ცოცხალი კედელი აქვს გაკეთებული.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ყოველ ორშაბათს მთავრობის სხდომა იმართება, ამიტომ სურთ, დღევანდელი პროტესტით მთავრობის წევრებს მოქალაქეების ხმა გააგონონ.

მთავრობის სხდომა ტრადიციულად 11:00 საათზე იწყება, მაგრამ დღეს იმართება თუ არა, ჯერჯერობით, უცნობია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები