მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აქციის ორგანიზატორები მთავრობას ეკონომიკის გახსნის გეგმის წარდგენისთვის 2 დღიან ვადას აძლევენ

6015607688c4a
ელენე გოგბერაშვილი
30.01.21 17:30
821
მთავრობის ადმინისტრაციასთან უკვე დასრულდა აქცია სახელწოდებით #სოცაფეთქება, რომელსაც რესტორნების, სასტუმროების, ტურიზმის სფეროს სხვა წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და მათ შორის პოლიტიკოსებიც დაესწრნენ.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ეკონომიკის გახსნა და ლოგიკურ ჩარჩოში ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების გაუქმებაა.

სამოქალაქო სექტორი, მთავრობას ორდღიან ვადას აძლევს იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკის გახსნის გეგმა წარადგინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ქვეყანაში დაუმორჩილებლობას გამოაცხადებენ.

BM.GE-თან საუბარში, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ტურიზმის სექტორს წარმომადგენელი ალექსანდრე გიორგიძე განმარტავს, რომ დაუმორჩილებლობა არ ნიშნავს, რომ ისინი რომელიმე უწყების პიკეტირებას მოახდენენ. მისი თქმით, დაუმორჩილებლობა ნიშნავს იმას, რომ დაწესებულებები, რომელთაც მოქმედი შეზღუდვებიდან გამომდინარე საქმიანობის უფლება არ აქვთ, მუშაობას აღადგენენ და ქვეყანაში მოქმედ წესებს არ დაემორჩილებიან.

„თუ არ მოხდება ტრანსპორტის ამუშავება, არ მოიხსნება კომენდანტის საათი და ბიზნესს არ მისცემენ გახსნის საშუალებას, მაშინ იქნება დაუმორჩილებლობა. ბიზნესები ამისთვის მზად არიან, მათ შორის რესტორნებიც. ვადა მთავრობას 1 თებერვლის დღის ბოლომდე აქვს“ - აცხადებს გიორგიძე.

ცნობისთვის, პროტესტის ნიშნად დღეს 200-ზე მეტ რესტორანს საქმიანობა შეჩერებული აქვს. შესაბამისად არ მუშაობს მიტანის სერვისიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები