აქციზი ნავთობპროდუქტებზეც იზრდება. შესაბამისი განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
"აქციზის გადასახადის მატება შეეხება ნავთობპროდუქტებსაც. მოგეხსენებათ, ნავთობპროდუქტების მოხმარება ავტომობილების რაოდენობის ზრდასთან ერთად მატულობს, რაც უარყოფითად აისახება ეკოლოგიურ მდგომარეობაზე - ართულებს დიდ ქალაქებში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას, ამძიმებს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობას", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
აქციზი ნავთობპროდუქტებთან ერთად იზრდება თამბაქოსა და ავტომობილების იმპორტზეც.

























