მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აქციზიდან მისაღები შემოსავლების გეგმა, სავარაუდოდ, ვერ შესრულდება

5c08cd570bd6c
თელარა გელანტია
06.12.18 11:16
993
2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 12 450.7 მლნ ლარით განისაზღვრა.

ბიუჯეტის ცვლილებების პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მათ შორის შემოსავლების გეგმა გაზრდილია 150.7 მლნ ლარით 10 464.9 მლნ ლარამდე.

რაც შეეხება უშუალოდ საგადასახადო შემოსავლებს, დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით იზრდება 200 მლნ ლარით 9 690.0 მლნ ლარამდე.

მათ შორის: საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი იზრდება 60.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 2 850.0 მლნ ლარით;

მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 740.0 მლნ ლარით, რაც 110 მლნ ლარით აღემატება დამტკიცებულ მაჩვენებელს.

დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 4 450.0 მლნ ლარით, რაც 50 მლნ ლარით აღემატება 2018 წლის პირველად გეგმას;

აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1 420.0 მლნ ლარის ოდენობით, რაც 30 მლნ ლარით ნაკლებია 2018 წლის დამკტიცებულ გეგმასთან შედარებით;

იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 70.0 მლნ ლარით, რაც 10 მლნ ლარით აღემატება თავდაპირველ გეგმას;

სხვა გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი არ იცვლება და განისაზღვრება 170.0 მლნ ლარით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები