მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"აქციზის გადასახადის შემოღება იყო დროებითი მოვლენა და გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ ის შემცირდება"

589329d2901d8
BM.GE
02.02.17 16:43
2179
"აქციზის გადასახადის შემოღება იყო დროებითი მოვლენა და გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ ის შემცირდება", - განაცხადა ბიზნესკონტრაქტის კითხვაზე პასუხად დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა. მისი განცხადებით აღნიშნული ვადა დახლოებით 2-3 წელია.

"ჩვენი პოლიტიკაა რომ გადასახადები არ გაიზრდება, აქციზს რაც შეეხება თქვენ კარგად იცით ეს რატომაც მოხდა, ეს არის დროებითი ღონისძიება, მხოლოდ იმისთვის, რომ ის დანაკლისი შეავსოს ბიუჯეტმა რომელსაც მოგების გადასახადის გაუქმებით მიიღებს ბიუჯეტი. მოგების გადასახადის გაუქმება კი არის წარმოების წახალისებისკენ მიმართული ღონისძიება. აქციზის გადასახადის შემოღება იყო დროებითი მოვლენა და ის შემცირდება როდესაც ეს ვადა გავა", - განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები