მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აქციზური განაკვეთის ყველაზე მსხვილი გადამხდელები

5bf7a58276d25
BM.GE
23.11.18 10:59
825
წლის 10 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში აქციზური გადასახადის სახით 1,1 მილიარდი ლარი შევიდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აქციზური გადასახადით მობილიზებული თანხის მოცულობა მცირედით შემცირდა.

აქედან საქართველოში წარმოებული პროდუქციის რეალიზაციიდან გადახდილი თანხა 148,704,272 ლარს შეადგენს. ადგილობრივი პროდუქციის შემთხვევაში ყველაზე დიდი თანხა ბიუჯეტში თამბაქოს პროდუქციის აქციზიდან შედის - 42,9 მლნ ლარი წლის 10 თვეში, არყის აქციზიდან ბიუჯეტში 2.1 მლნ ლარი შევიდა, სხვა სპირტიანი სასმელებისგან კი 3.4 მლნ ლარი, 44 მლნ ლარზე მეტი შევიდა ბიუჯეტში ადგილობრივი ლუდის წარმოებისგან.

რაც შეეხება იმპორტირებულ პროდუქციას ამ სახით ბიუჯეტში 1,021,989,473 ლარი შევიდა, მათგან ყველაზე მსხვილი გადამხდელი კი კვლავ თამბაქოს ინდუსტრიაა, რომელმაც 10 თვეში ბიუჯეტში 457,8 მლნ ლარი გადაიხადა. მას მოსდევს ბენზინი 226,1 მლნ ლარით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები