მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აქციზური მარკის გარეშე სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 5 ფაქტი გამოავლინეს

5a1fb0d73fa96
BM.GE
30.11.17 11:15
1030
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, გარდაბნისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 5 ფაქტი გამოავლინეს. ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 5 პირი.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, საერთო ჯამში - 14 700 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 39 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 8 წლამდე.

აღნიშნული კატეგორიის დანაშაულის გამოვლენის და დამნაშავე პირების მხილების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აქტიურ ღონისძიებებს მომავალშიც გააგრძელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები