მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აქციზური საქონლის უაქციზოდ გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა

5afe7d5051507
BM.GE
18.05.18 11:13
663
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისში და შიდა ქართლის რეგიონში, დიდი ოდენობით, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა - გადაზიდვის ოთხი ფაქტი გამოავლინეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ახდენდნენ ე.წ. ელექტრო სიგარეტისათვის განკუთვნილი „HEETS”-ის ფირმის თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვას.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულია 3 246 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 18 000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები