მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“აქსის თაუერსის” ბიზნეს ცენტრში ოფისების რაოდენობა იწურება - რას გთავაზობთ მულტიფუნქციური კომპლექსი?

აქსისი 5

“აქსის თაუერსის” მულტიფუნქციურ კომპლექსში გასაქირავებელი საოფისე სივრცეების რაოდენობა იწურება - დარჩა მხოლოდ 4 ოფისი.

ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე თანამედროვე არქიტექტურის გამორჩეული ობიექტი 2022 წელს გაიხსნა. პროექტი ორ იდენტურ ცათამბრჯენს აერთიანებს, ის ერთ-ერთი უმაღლესი შენობაა დედაქალაქში და თითოეული სართული ღერძის გარშემო 2 გრადუსით ბრუნავს.

სწორედ ამ კომპლექსში, A კლასის ბიზნეს ცენტრში, ქირავდება 66 მ²-დან 280 მ²-მდე საოფისე ფართები, საიდანაც პანორამული ხედი მთელს თბილისზე იშლება. ბიზნეს ცენტრში ნებისმიერი კომპანიისათვის საქმიანი გარემოს შესაქმნელად იდეალური ინტერიერი და შეთავაზებებია, რაც მოიცავს:

  • ბიზნეს ლობი ინდივიდუალური შეხვედრებისთვის;
  • სივრცის მენეჯერი და 24-საათიანი დაცვა;
  • მიწისქვეშა პარკინგი;
  • თანამედროვე საინჟინრო-ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები;
  • სპეციალური შეთავაზებები “აქსის თაუერსის” მულტიფუნქციურ სივრცეებში;

“აქსის თაუერსში” დეველოპმენტის ხუთი მიმართულებაა გაერთიანებული: საცხოვრებელი, სასტუმრო, საოფისე, კომერციული და გასართობი. მოქირავნეები განსაკუთრებული პირობებით შეძლებენ შემდეგი სერვისებით სარგებლობას: საკონფერენციო და შეხვედრების ოთახები, ფიტნეს დარბაზი და საცურაო აუზი, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “პულმანი” და ბარ-რესტორნები.

“აქსის თაუერს” მინიჭებული აქვს “მსოფლიო სავაჭრო ცენტრის” სტატუსი. ის მთლიანად ქართული პროექტია, რომელიც ქართველი სპეციალისტების მიერ გლობალურ პარტნიორებთან თანამშრომლობითაა განხორციელებული.

“აქსის თაუერსი” ჯამში 41 სართულისგან შედგება, საიდანაც 4 მიწისქვეშაა. პროექტი კონსტრუქციულად უნიკალურია: ის გავს საათს, რომლის ძირითადი კომპონენტიც ბირთვი და ციფერბლატივით განლაგებული 12 მასობრივი პილონია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები