მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აქტიურად ვმუშაობ ჰორეკა სექტორის წარმომადგენლებთან - ბაზარზე ახალი ჯინის ბრენდი “ნეტარი” გამოჩნდა

ნეტარი

ჯინის მწარმოებელი კომპანია “ნეტარი” საქართველოს ბაზარზე 2023 წლის გაზაფხულიდან გამოჩნდა და მომხმარებელს მშრალ ჯინს სთავაზობს. ბრენდის სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე “ნეტარის” დამფუძნებელმა და დირექტორმა ოთარ ჩაჩანიძემ BMG-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

“ჯინის დამზადების იდეა 2020 წელს გაჩნდა. შემდეგ იყო წარმოების ტექნოლოგიისა და სხვადასხვა მცენარეული ნედლეულის შესწავლის ორ წლიანი პერიოდი. პროდუქტის რეალიზაცია 2023 წლის გაზაფხულიდან დაიწყო. მომხმარებელს ვთავაზობთ მშრალ ჯინს სახელწოდებით "ნეტარი”, წარმოებაში გამოყენებული მცენარეული ნედლეული არის უმაღლესი ხარისხის. ამას განსაზღვრავს მცენარეების ადგილწარმოშობა, სახეობა და მოპოვება/მომზადების მეთოდი. დისტილაციის პროცესში დაცულია London Dry Gin-ის წარმოებისთვის განსაზღვრული ყველა სტანდარტი. ნეტარს აქვს გამოკვეთილი კასიას არომატი, ხოლო გემო - მშრალი და დელიკატური”, - აცხადებს კომპანიის დირექტორი.

კომპანიამ მიმდინარე წელს 1000 ბოთლი ჯინი აწარმოვა, სასმლის დისტილაცია და ჩამოსხმა თბილისში ხდება.

“წარმოებაში გამოყენებული ნედლეული იმპორტირებულია 6 ქვეყნიდან: ინდონეზია, თურქეთი, ბულგარეთი, ალბანეთი, უნგრეთი და ესპანეთი”, - აღნიშნავს ჩაჩანიძე.

ამასთან, კომპანიის დირექტორმა ბაზარზე არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარი გამოწვევა პროფესიული გამოცდილების ნაკლებობაა.

“აღნიშნული პროდუქტის წარმოება არის სიახლე ქართული ბაზრისთვის და შესაბამისად, უმთავრესი სირთულე პროფესიული გამოცდილების ნაკლებობაა ამ სფეროში, ვცდილობთ ხალხის ცნობადობა ავამაღლოთ ამ კუთხით. ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ ჰორეკა სექტორის წარმომადგენლებთან, გვსურს ადგილობრივ ბაზარზე რეალიზება, ჯერ ექსპორტს არ განვიხილავ”, - თქვა მან.

ცნობისთვის: “ნეტარის” შეძენა შესაძლებელია "ალკორიუმის" მაღაზიათა ქსელში, ალკორიუმის ვოლტისა და გლოვოს აპლიკაციებით და ასევე Veli.store-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები