მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“აქტიურად ვმუშაობთ ინვესტიციების შესახებ ახალ კანონზე"- დავითაშვილი

პარლამენტში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით მთავრობა ინვესტიციების შესახებ ახალი კანონის შესახებ აქტიურად მუშაობს. მისი თქმით, ამ პროცესში მთავრობას დახმარებას ინვესტორთა საბჭოც უწევს.

“ჩვენთვის FDI არის ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი წყარო, თქვენ იცით, რომ შარშან ჩვენ გვქონდა რეკორდული FDI და იმისთვის, რომ ეს ტრენდი შევინარჩუნოთ, მნიშვნელოვანია გვქონდეს უფრო მოქნილი და საინვესტიციოდ მიმზიდველი საინვესტიციო პოლიტიკა.

წელს მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ამ კანონზე და პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე, ვმუშაობთ საინვესტიციო საბჭოსთან ერთად ამ ფორმატში. ახალი კანონი უნდა პასუხობდეს იმ მოთხოვნებს, რომელიც დღევანდელ რეალობაში არსებობს.

მხოლოდ კარგი საინვესტიციო გარემო საკმარისი არაა და საჭიროა ინვესტორებთან უფრო მჭიდრო მუშაობა და ასეთი ინსტრუმენტებიც ალბათ გაჩნდება,”- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ მოქმედი კანონი 1996 წელს არის მიღებული და ბიზნესის შეფასებით, აღნიშნული კანონი მოძველებულია და თანამედროვე გამოწვევებს არ პასუხობს, შესაბამისად დღის წესრიგში მისი განახლების საკითხი დგას.