მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აქტიურად ვმუშაობთ, რომ 1 იანვრისთვის დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამუშავდეს"

5c17c04b0e0f0
ელენე გოგბერაშვილი
17.12.18 21:00
941
„აქტიურად ვმუშაობთ, რომ 1 იანვრისთვის დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამუშავდეს“, - ამის შესახებ bm.ge-თან „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ განაცხადა.

არსებული მოდელის მიხედვით, მას შემდეგ, რაც საპენსიო რეფორმა ამოქმედდება, საპენსიო სააგენტოს ბანკებში ანგარიში ექნება, სადაც მოქალაქეების საპენსიო შენატანები დაგროვდება.

ვახტანგ ბუცხრიკიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე სამუშაო ჯგუფის ფორმატში სწორედ ამაზე მიდის მუშაობა, რომ 1 იანვრისთვის სისტემამ გამართულად იმუშაოს.

„შექმნილია მუშა ჯგუფები; საბანკო ასოციაციის მეშვეობით, ყველა ბანკი აქტიურად არის ჩართული, რომ 1 იანვრისთვის ეს სისტემა ამუშავდეს“, - აცხადებს ბუცხრიკიძე.
როგორც ცნობილია, კერძო სექტორის ნაწილი საპენსიო რეფორმის გადავადებას ითხოვს, თუმცა თავად ვახტანგ ბუცხრიკიძეს რეფორმის გადავადების საკითხთან დაკავშირებით, ინფორმაცია არ აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები