მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აქტივისტმა თემურ ქათამაძემ 48-ე დღეს შიმშილობა შეწყვიტა

ქათამაძე
05.03.25 12:45
26

აქტივისტმა თემურ ქათამაძემ 48-ე დღეს შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

ის კლინიკა „ვივამედშია“ მოთავსებული.

„გაფარ ილმაზი შემოყვანილი იყო ჩვენთან გუშინ, საღამოს საათებში. ჩაუტარდა აუცილებელი კვლევები, მოთავსებული იყო თერაპიულ განყოფილებაში. ჩვენ ავუხსენით მოსალოდნელი გართულებების შესახებ და მაქვს კარგი ინფორმაცია, რომ სრულად გაითავისა, რაც მოჰყვება 48-დღიან შიმშილობას, მან შეწყვიტა შიმშილობა“, - აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, აქტივისტი თემურ ქათამაძე ბათუმში პოლიციამ თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავა, თუმცა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდგომ ის კვლავ დააკავეს. მეორედ დაკავებისას პოლიცია თემურ ქათამაძეს საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები