მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“აქცენტი უნდა გაკეთდეს ხარისხზე, გამორიცხულია რაოდენობის მხრივ კონკურენციაში შესვლა”- ასოციაცია ჩინეთში თაფლის შესაძლო ექსპორტზე

ექსპორტი

საქართველო ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებები იგეგმება, რის შემდეგაც შესაძლოა საქართველოში წარმოებული თაფლის და ფრინველის ხორცის ჩინეთის ბაზარზე გაყიდვა შესაძლებელი გახდეს. შეხვედრა საკითხზე ეკონომიკის სამინისტროში შედგა.

მეფუტკრეთა ასოციაციაში გვიხსნიან, რომ ჩინეთში მომხმარებლების 44% ადგილობრივ თაფლს მოიხმარს და დანარჩენი 56% იმპორტირებული თაფლია. ალეკო პაპავას თქმით, ამ კუთხით საქართველოსაც აქვს პერსპექტივა, რომ ქართული თაფლის ექსპორტი განახორციელოს ჩინეთში. ალეკო პაპავა ამბობს, რომ რაოდენობრივად ჩინეთის ბაზარს ქართული თაფლი ვერ დააკმაყოფილებს, თუმცა ხარისხით შეუძლია, საკუთარი ნიშა იპოვოს.

“დამაიმედებელი ის არის, რომ ჩინეთის მოსახლეობის 44% ადგილობრივ პროდუქტს იყენებს, დანარჩენები იმპორტირებულს ყიდულობენ. ახლა ძირითადი ვისაც ჩინეთში თაფლი შეაქვს ეს არის ავსტრალია, ახალი ზელანდია და კარგი იქნება, თუ საქართველოც ჩაერთვება ამაში. უბრალოდ ჩინეთი თუ საქართველოსთვის რამე მოთხოვნას წამოაყენებს, საქართველო იმ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყნის მასშტაბებიდან ჩვენ მცირე მიწიანი ქვეყანა ვართ და წელიწადში 3 000 ტონა თაფლს ვაწარმოებთ. მე როგორც ვიცი, ჩინური ერთი კომპანია ევროკავშირში მაგალითად, რომ ავიღოთ 17000 ტონამდე თაფლის ექსპორტს ახორციელებს.

ამ შემთხვევაში, აქცენტი უნდა გაკეთდეს ხარისხზე, რაოდენობაზე გამორიცხულია კონკურენციაში შევიდეთ ვინმესთან,”- ამბობს ალეკო პაპავა.

ასოციაციის ხელმძღვანელი საუბრობს რისკებზეც, რაც შესაძლოა აღნიშნულ გადაწყვეტილებას მოჰყვეს. მისი თქმით, შესაძლოა საქართველოში გაჩნდეს ჩინური თაფლი, რომელიც იაფფასიანია, რომელთანაც ქართულ თაფლს კონკურენციის გაწევა გაუჭირდება.

აქ ასევე არის მეორე საკითხი, , ხომ არ წაგვლეკავს ჩვენ თვითონ საქართველოს ჩინური თაფლი. შევიტანთ თაფლს ამ ბაზარზე, მაგრამ ჩინეთიდან რომ შემოვიდეს ჩინური თაფლი, რომელიც ძალიან იაფფასიანია და მთელი მსოფლიო ცდილობს, რომ ჩინური თაფლისგან რამენაირად თავი გაისუფთაოს, საქართველო ხომ დადგება მსგავსი საფრთხის წინაშე! ხომ არ დადგება მსგავსი ფაქტის წინაშეც საქართველო? საფრთხე, რომ დაბალი ღირებულების, დაბალფასიანი თაფლი შემოვიდეს ბაზარზე და შესაძლოა ფასის გამო კონკურენცია გაუწიოს ადგილობრივ ნაწარმს. ეს არის საშიშროება და ეს გასათვალისწინებელია,”- აცხადებს მეფუტკრეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ალეკო პაპავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები