აქციის მონაწილეები, რუსთაველზე გათენებული ღამის შემდეგ, ახლა უკვე ჭავჭავაძის გამზირზე იმყოფებიან. ისინი ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას აპროტესტებენ.
ამჟამად, გადაკეტილია ჭავჭავაძის გამზირი, ამასთან საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია ვარაზის ხევის, კეკელიძის ქუჩის და მელიქიშვილის გამზირის კვეთაზე.
მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები რჩებიან ადგილზე და არ აპირებენ დაშლას. მათ ვისაც ღამე არ გაუთენებია, ენაცვლებიან სხვა აქციის მონაწილეებს.
ინფორმაციისთვის, საპოლიციო ძალებმა დილის 7 საათიდან რუსთაველის გამზირის დემონსტრანტებისგან გაწმენდა დაიწყეს. მოქალაქეებმა ჯერ რესპუბლიკის მოედანზე გადაინაცვლეს, შემდეგ კი ფილარმონიასთან, საიდანაც თსუ-სკენ დაიძრნენ.