მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აქციაზე დაკავებულების უფასო სამართლებრივი დახმარებისთვის, დამოუკიდებელი ადვოკატებისა და იურისტების ჯგუფი შეიქმნა

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში იურისტებისა და ადვოკატთა ჯგუფი წარადგინა, რომლებიც საპროტესტო აქციაზე დაკავებულ და სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლ მოქალაქეებს უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევენ.

როგორც ცნობილი გახდა, იურისტებითა და ადვოკატებით დაკომპლექტებული საბჭოს მთავარი მისია ევროპული მომავლის მცველების სამართლებრივი კუთხით დაცვა იქნება.

"იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, სადაც ვიმყოფებით, ის ადამიანები, რომლებიც არიან მძიმე პირობებში, ამ ადამიანებს მერე აპატიმრებენ მიუღებელი ფორმებით და მათ სჭირდებათ დაცვა . ასევე სჭირდებათ ადამიანებს დაცვა როცა სახლში შედიან ჩხრეკისთვის ისე, რომ ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ჩვენ მოქალაქეებს რომ სჭირდებათ ყოველდღიური და ყოველწუთიერი დაცვა, ამისათვის შეიქმნა ეს ჯგუფი, რომელსაც ვესალმები დღეს" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.

სალომე ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ დაკავებულები მალე გათავისუფლდებიან.

ჩვენ მოქალაქეებს რომ სჭირდებათ ყოველდღიური დაცვა, ამისთვის შეიქმნა იურისტების და ადვოკატების ჯგუფი, რომლებიც იმისთვის შეიკრიბნენ ერთად, რომ დაიცვან ჩვენი მოქალაქეები. მისცენ მათ სამართლებრივი რჩევები პირველ ეტაპზე და ამისთვის ცხელი ხაზიც იქნება, თუ არის უკვე და შემდეგ ყველა ის დახმარება გაუწიონ, რაც მათ ესაჭიროებათ. ეს ყველაფერი იქნება უსასყიდლოდ.

ეს არის დიდი სამოქალაქო შეგრძნების გამოხატულება, რაც საზოგადოებას ქმნის. ჩვენ თვალწინ ნამდვილი, ქართული საზოგადოება იქმნება. ჩამოყალიბებულ საზოგადოებას ვერცერთი რეჟიმი ვერ დაუპირისპირდება და ვერ მოუგებს.

ჩვენ გვინდა, რომ ეს ადამიანები, ვინც დღეს ციხეში არიან, იყვნენ დაცული და გამოვიდნენ ციხიდან რაც შეიძლება სწრაფად. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი სწრაფად განთავისუფლდებიან, რადგან სხვა გზა ამ რეჟიმს არ ექნება ძალიან მალე. სანამ ეს არ მომხდარა, მანამდე თქვენი საქმე არის და ამისთვის დიდი მადლობა ყველას", - ამბობს პრეზიდენტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები