მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აქციაზე დაკავებული ერთი პირი პოლიციელების არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა - ომბუდსმენი

ომბუდსმენი
16.04.24 17:52
303

სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 15 აპრილის ღამეს დაკავებული 10 პირი მოინახულეს.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ერთი დაკავებული პოლიციელების არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა და ომბუდსმენის აპარატმა აღნიშნულზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა.

დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფთაგან ერთი პირი მიუთითებდა პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე, რაზეც სურდა რეაგირება. აღენიშნებოდა დაზიანებაც. შესაბამისად, სახალხო დამცველის აპარატმა ფაქტის გამოძიების მოთხოვნით უკვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.

სახალხო დამცველის აპარატი კვლავ გააგრძელებს აქციების მონიტორინგს და მანდატის ფარგლებში მოახდენს შესაბამის რეაგირებას ადამიანის უფლებადარღვევის ყველა ფაქტზე.

უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი - 14 81 - მუშაობს 24 საათიან რეჟიმში“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, აქციის "არა რუსულ კანონს, კი ევროპას" მიმდინარეობის დროს დაკავებული 14 პირიდან 4 ხელწერილის საფუძველზე განთავისუფლდა, 10 კი იზოლატორშია გადაყვანილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები