გამთენიისას, საპროტესტო აქციაზე „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) იურისტი გიორგი დავითური დააკავეს.
გიორგი დავითურის დაკავების კადრები გამოცემა "პუბლიკას" აქვს გადაღებული.
გამთენიისას, აქციის დაშლისას პოლიციამ არაერთი ადამიანი დააკავა, რაც მედიის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანდა.
თუმცა ჯერჯერობით, შსს-ს არ გაუვრცელებია ოფიციალური ინფორმაცია დაკავებულების ზუსტი რიცხვის შესახებ.