მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აქციაზე ნაცემი მოქალაქე ამბობს, რომ პოლიციამ ტელეფონი წაართვა, რის გამო $68 ათასის კრიპტო აქტივები დაკარგა

ავთანდილ კუჭავა

აქციაზე ნაცემი მოქალაქე, ავთანდილ კუჭავა სოციალურ ქსელში წერს, რომ ძალადობის მომენტში პოლიციამ მას ტელეფონი წაართვა, icloud-ის წაშლის შემდეგ კი მან $68 ათასის ღირებულების კრიპტო აქტივები დაკარგა.

"ჩემს მობილურზე icloud წაშალეს, -56 000 $-ს კრიპტო აქტივი და -12 000 USDT ჯამში -68 000 $-ში დავრჩი ამ ყველაფრის გამო.

გუშინ იყო ბოლო იმედი, რომ ეგ არ ჰქონდა გაკეთებული ვინც ეგ აიფონი ჩაიბარა, მაგრამ დევაისებიდანაც გაქრა აიქლაუდზე.

რექოვერი არ გააკეთა როგორც მოსალოდნელი იყო საფულის. ამიტომ, ახლა ის ფული ასე ჰაერში იქნება სამუდამოდ გამოკიდებული და ვეღარასდროს ვერავის წვდომა ვეღარ ექნება 68 000 $ ჰაერში გამომიკიდეს იმის გამო, რომ 600 ლარი ეშოვა", - წერს ავთო კუჭავა.

ავთანდილ კუჭავას პოლიციამ 30 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე სცემა. მას ჰქონდა ტვინის შერყევა და წინა მხრის ძვლის მოტეხილობა. მისივე თქმით, ცემის დროს წაართვეს მობილური ტელეფონი, სადაც დროებითი კრიპტო საფულე ჰქონდა, ხოლო საფულის გასაღების – 12 სიტყვის ამოწერას სახლში დაბრუნების შემდეგ აპირებდა.

ვინაიდან ეს პოლიციის ქმედებების გამო ვერ მოახერხა, ასევე, ვერ შეძლო, დაებრუნებინა ტელეფონი, კრიპტო საფულესა და შესაბამისად, აქტივებზე წვდომა დაკარგა.ავთანდილ კუჭავა სთხოვდა იმათ, ვინც ტელეფონი წაართვა, დაებრუნებინა მისთვის ეს მოწყობილობა – ამისთვის გეგმავდა ტელეფონის ღირებულების ორმაგი ოდენობის თანხის გადახდას და კრიპტო აქტივების 30%-ის [$23 ათასის] გაცემას.

30 ნოემბერს სასტიკად ნაცემმა კუჭავამ 18 დეკემბერს სასამართლოში მისვლა ვერ შეძლო და სხდომას დისტანციურად ჩაერთო. მისი პროცესი, ამ მიზეზით, იანვრამდე გადაიდო. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავება, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები