მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აქციაზე პირბადის გამოყენება აიკრძალება - რა გავლენა ექნება ამას ჯანმრთელობაზე?

​​ქართული ოცნება გეგმავს დეკემბრის ბოლომდე აამოქმედოს კანონი, რომელიც საჯარო შეკრების მონაწილეებს სახის დაფარვას აუკრძალავს და ამბობს, რომ ასე შეძლებს ძალადობის აცილებას. უფლებადამცველები ამ იდეის უკან აქციის მონაწილეთა დასუსტების და მათზე ძალადობის გაძლიერების მცდელობას ხედავენ.

სახის დაფარვის აკრძალვა პირბადეების, ნიღბებისა და აირწინაღების ტარების აკრძალვასაც გულისხმობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ცრემლსადენი აირისა და წიწაკის სპრეის ბურუსში, როგორც ეს გასულ დღეებში იყო, მომიტინგეები თავს ვეღარაფრით დაიცავენ.

რა გავლენას მოახდენს ჩვენს ჯანმრთელობაზე მთავრობის გადაწყვეტილება სახის დაფარვის აკრძალვაზე და აქვს თუ არა სამედიცინო საფუძველი გავრცელებულ ინფორმაციას?

სტუმარი: გიორგი კამკამიძე - ალერგოლოგ-იმუნოლოგი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები