მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აქციების 29%-იანი ვარდნის შემდეგ აქციონერებმა Intel-ს სასამართლოში უჩივლეს

Intel

Reuters-ის ცნობით, Intel-ის აქციონერებმა ჩიპების ამერიკულ მწარმოებელს თაღლითობის ბრალდებით კალიფორნიის ქალაქ სან-ხოსეს ფედერალურ სასამართლოში უჩივლეს.

მოსარჩელეები კომპანიას პერსონალური კომპიუტერების ბაზარზე გაყიდვების შენელებისა და ჭარბი მარაგების შესახებ ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებენ. კოლექტიური სარჩელი მიჩიგანის საპენსიო ფონდის, City of Southfield Fire and Police Retirement System-ის ხელმძღვანელობით მომზადდა და 2026 წლის 23 ივლისიდან 29 ოქტომბრამდე პერიოდში დაზარალებული ინვესტორებისთვის ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

საქმეში მოპასუხეებად Intel-ის აღმასრულებელი დირექტორი ლიპ-ბუ ტანი და ფინანსური დირექტორი დევიდ ზინსნერი ფიგურირებენ.

აქციონერები მიიჩნევენ, რომ Intel-ს თაღლითობის მოტივი და შესაძლებლობა ჰქონდა. კერძოდ, კომპანიამ რთული მესამე კვარტალის შუა პერიოდში, აგვისტოში, აქციების გაყიდვით $23 მილიარდი მოიზიდა. ჩიპების მწარმოებელმა ფასიანი ქაღალდები თითო $95-ად გაყიდა. მოზიდული კაპიტალი კი ჩიპების კონტრაქტული წარმოების განვითარებას მოახმარა.

აღსანიშნავია, რომ სხვა მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების მსგავსად, წარმოებაში დიდი კაპიტალი Intel-მაც დააბანდა, თუმცა მიწოდების ჯაჭვის შეფერხებებმა მას მონაცემთა ცენტრების ჩიპებზე მზარდი მოთხოვნით სარგებლობა გაურთულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები