თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მჭედლიშვილმა პროევროპული აქციების დროს დაკავებული 8 პირის განაჩენი დღეს, 2 სექტემბერს, გამოაცხადა.
მოსამართლემ ბრალდება 226-ე მუხლით გადააკვალიფიცირა, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან მასში აქტიური მონაწილეობას. კერძოდ, მოსამართლემ 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები 226-ე მუხლზე გადაუკვალიფიცირა.
თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით: ირაკლი მიმინოშვილს 2 წელი მიესაჯა. ნიკოლოზ ჯავახიშვილს ასევე 2 წელი, 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა გიორგი გორგაძეს, თორნიკე გოშაძესა და ინსაფ ალიევს. ვეფხია კასრაძეს, ვასილ კაძელაშვილსა და ზვიად ცეცხლაძეს კი 2 წლითა და 6 თვით მიესაჯათ პატიმრობა.




























