მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლებას გამოკითხულთა 72% უჭერს მხარს - IPM

დაკავებულები

IPM Market Intelligence Caucasus-ის მიერ დასრულებული კიდევ ერთი საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლებას გამოკითხულთა უმრავლესობა უჭერს მხარს.

კითხვაზე, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს თუ არა უკლებლივ ყველა აქციების დროს დაკავებული, პასუხები ასე ნაწილდება:

  • 72% - დიახ
  • 17% - არა
  • 11% არ ვიცი/უარი

სატელეფონო გამოკითხვა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით, 24-25 დეკემბრის ინტერვალში. გამოიკითხა 18+ ასაკის 800 მოქალაქე.კვლევის ცდომილება 95% ნდობის ინტერვალში არ აღემატება +/- 3%-ს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები