სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე შსს-ს სპეცრაზმისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა კვებისთვის 8 გამარტივებული შესყიდვა გამოქვეყნდა, რომელთა ღირებულებაც 744 529 ლარს შეადგენს.
ამ შესყიდვებიდან ერთი - 22,579 ლარის ღირებულების არის და აჭარის საპტრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ არის დამტკიცებული.
შესყიდვების განმარტებითი ბარათების მიხედვით, უწყება ლანჩ ბოქსებს ყიდულობს, რომლებიც აქციაზე მობილიზებულ სპეცრაზმსა და პოლიციელებს გადაეცემათ.