მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Aqualia-მ ჯივიპის ავტოპარკის განახლებისთვის 4 მლნ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა

ჯივიპი
05.04.24 16:08
140

ესპანური კომპანია Aqualia ევროპული სტანდარტების დანერგვას ჯივიპიში სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად აგრძელებს. წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელზე დაზიანებებზე რეაგირების დროის შემცირებისა და ოპერატიულობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით კომპანიაში დამატებითი სპეცტექნიკის შეძენა და ავტოპარკის განახლება მიმდინარეობს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მომდევნო სამი წლის განმავლობაში თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად უპრეცედენტოდ დიდ ინვესტიციას განახორციელებს. ჯივიპის ავტოპარკის განახლება და სპეცტექნიკის დამატება Aqualia-ს მიერ წარდგენილი სამოქმედო გეგმის ნაწილია. გასულ წელს ჩატარებულმა სისტემურმა აუდიტმა აჩვენა, რომ კომპანიაში არსებული ტექნიკური რესურსი არ იყო საკმარისი პროცესების ეფექტიანად და ოპერატიულად სამართავად. განხორციელებული ინვესტიციის შედეგად ჯივიპის ეყოლება ოპტიმალური რაოდენობის სპეცტექნიკა ყოველდღიური პრობლემების მოსაგვარებლად", - განაცხადა გიგა ნადირაძემ, gwp-ს აქტივების მართვის დირექტორმა.

4 მილიონამდე ლარის ინვესტიციის ფარგლებში ჯივიპიმ “ფორდის” მარკის ხუთი ერთეული სპეცტექნიკა, მათ შორის წყალარინების ქსელის საწმენდი ვაკუუმის მანქანა, სასმელი წყლის ავზიანი მანქანები და სპეციალური საევაკუაციო მანქანები შეიძინა. ამასთანავე ჯივიპიმ ავტოპარკისთვის დამატებით 48 ერთეული “რენოს” მარკის მსუბუქი და მაღალი გამავლობის ავტომობილი შეისყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები