DC-ის კუთვნილი Aquaman-ის შემოსავალმა მსოფლიოს მასშტაბით $1 მილიარდს გადააჭარბა, მაშინ როდესაც მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს რიცხვი 325 მილიონი დოლარია.
Forbes-ის მიხედვით, არსებული თანხა DC-ს მიერ გადაღებულ ნამუშევრებში რეკორდული მაჩვენებელია.Screenrant-ის ინფორმაციით, მეორე ადგილს Wonder Woman იკავებს $821 მილიონით.
Aquaman-ის ასეთი დიდი შემოსავალი ჩინეთის ბაზარზე მიღწეულმა წარმატებამ განაპირობა.
ფილმის ბიუჯეტი imdb-ს ინფორმაციით $160 მილიონი იყო. მასში მთავარ როლს ჯეისონ მომოა თამაშობს, რეჟისორი კი ჯეიმს უონია. ნამუშევარი კინოეკრანებზე 2018 წლის 26 ნოემბერს გამოჩნდა.

























