მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აქვს თუ არა კავშირი ივანიშვილს ფოთის თიზთან?

BM.GE
05.10.21 23:12
475
ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადებას, რომლის თანახმად ბიძინა ივანიშვილი ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წილის მფლობელი და მისი ერთ-ერთი მესაკუთრეა, საზოგადოებაში შეყვანის მცდელობას უწოდებენ. საქმე ეხება “პანდორა ფეიფერსის” მიერ გამოქვეყნებულ ახალ მასალას, რომელიც ოფშორულ ზონებს და დამალულ ქონებებს ეხება, სადაც ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილიც მოხვდა. გაჟონილი მასალები იურიდიული ფირმა Alcogal-ის შიდა მონაცემებს ეყრდნობა, ფირმა ივანიშვილისთვის ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე ოფშორული კომპანიების დაფუძნებაში ერთ-ერთი შუამავლის როლს ასრულებდა და მისი გავლით ივანიშვილმა სულ 12 კომპანია დააფუძნა. ამ 12 კომპანიიდან ერთ-ერთია Brightstone Finance Limited-ი, რომელიც ფოთის თიზ-ის მენეჯმენტ კომპანიის მეწილეა. სწორედ ამ კომპანიის შესახებ აქვეყნებს განცხადებას "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი", რომელიც აცხადებს, რომ Pandora Papers-ის მასალები ადასტურებს წარსულში მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბიძინა ივანიშვილი პირადად არის ჩართული ფოთის თიზ-ის საქმიანობაში და იქ ბიზნესინტერესები გააჩნია.
 
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები