„მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან ისეთი ნაბიჯები, რომლებიც უზრუნველყოფს ინვესტორების მიერ დაგეგმილი პროექტების შეუფერხებლად განხორციელებას.“- განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა პანკისის ხეობაში ხადორი ჰესი 3-ის გარშემო შემქნილი ვითარების შეფასებისას.
ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რომელ სექტორში და რეგიონში ხორციელდება პროექტი, ინვესტორის უფლებები დაცული და გარანტირებული უნდა იყოს.
„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ, სად, არის ინვესტორი, პროექტი რომელიც დამტკიცებულია კანონით - იქნება ეს პანკისის ხეობაში თუ სხვა საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, მნიშვნელოვანია, რომ მათი განხორციელება მოხდეს შეუფერხებლად. შეთანხმებული პროექტები, რომელსაც ბიზნესმენები ახორციელებენ, ბოლომდე უნდა მივიდეს და ბიზნესის ყველა უფლება იქნას დაცული”- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

























