გენერალური აუდიტორის აზრით, „საქართველოს რკინიგზის“ საჩივარი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წინააღმდეგ ბიზნეს პროცესის შემადგენელი ნაწილია. ირაკლი მექვაბიშვილის განცხადებით, სასამართლო დავის პირველი ეპიზოდი 2015-2016 წლებში დაიწყო, როცა აუდიტორები „საქართველოს რკინიგზის“ შესაბამისობის აუდიტს ატარებდნენ. მეორე ეპიზოდი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც აუდიტის სამსახური აღნიშნულ უწყებას ეფექტიანობის აუდიტის ჩატარების მიზნით დაუკავშირდა.
„2015-2016 წლებში იქიდან გამომდინარე რომ რკინიგზას თავისი მოსაზრებები ჰქონდა ჩვენს კანონთან მიმართებაში, მათ მიმართეს სასამართლოს. სასამართლო პროცესი აუდიტის სამახურის სასარგებლოდ დასრულდა. და მეორე ეპიზოდი, როდესაც ჩვენ მიმდინარე წლის დაგეგმვლის პროცესში ვიყავით, მივმართეთ რიკინგზას, ეფექტიანობის აუდიტის ჩატარებასთან დაკავშირებით და იგივე მოტივით დაიწყო სასამართლო პროცესი. აქაც სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება. მე ამას ვუყურებ ჩვეულებრივად, აქ რაიმე განსაკუთრებული არ ხდება. არ არის სასიამოვნო, როცა ორი სუბიქტი სასამართლოს გზით პოზიციებს აფიქსირებს, თუმცა ჩვეულებრივი პროცესია. ბიზნეს პროცესის შემადგენელი ნაწილი.“ - განაცხადა გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა დღეს „საქმიანი დილის“ ეთერში.

























