მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"არ არსებობდა "საქართველოს რკინიგზის" სტრატეგიული განვითარების დოკუმენტი"

5cdbebc43cc6b
BM.GE
15.05.19 14:09
1021
ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, მისი ეკონომიკის მინისტრის პოსტზე მოსვლის დროს პრაქტიკულად არ არსებობდა „საქართველოს რკინიგზის“ საინვესტიციო და სტრატეგიული განვითარების გეგმა.

ქობულია ყურადღებას ამახვილებს ასევე მარაბდა-კარწახის სარკინიგო მონაკვეთის პროექტის დასრულებაზე, რომელიც მისი თქმით, წლების განმავლობაში ვერ გადაწყდა.

„რკინიგზას, პრაქტიკულად, ჩემი მოსვლის შემდეგ, საინვესტიციო და სტარტეგიული განვითარების გეგმა არ ჰქონდა. ეს გეგმა არის ახლა ფორმირების პროცესში. საკმაოდ კარგი პროგრესი იყო იმ მომენტში, როცა მე დავტოვე ეს საკითხი.

რა თქმა უნდა, რაც არის ყურადსაღები რკინიგზის განვითარებაში, ეს არის სამი საკითხი: პირველი არის მარაბდა-კარწახის რკინიგზის დასრულების საკითხი. რატომღაც წლების განმავლობაში ეს საკითხი არ წყდება. 80%-მდე მიყვანილია სამუშაო და რატომღაც ვერაფრით ვერ დავაბოლოვეთ. ვერ გაგცემთ პასუხს რატომ ხდება ასე ამდენი, წლის განმავლობაში, სადაც არის უზარმაზარი სატრანზიტო პოტენციალი, უზარმაზარი თანხებია დახარჯული, 700 მილიონამდე (ვერო თუ დოლარი).ეს არის საქართველოსთვის ძირთადი არტერია, რაც ვერ მივიყვანეთ ბოლომდე“-აცხადებს გიორგი ქობულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები